ვაკანსიები
დატოვე CV
LinkedIn
Facebook
ბმულის კოპირება
დატოვე CV
ვაკანსიები
- აირჩიეთ ლოკაცია -
თბილისი
აბასთუმანი
გაფილტვრა
განულება
დასახელება
თარიღი
ფილტრი
BPM და სისტემების ანალიტიკოსი
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-09 - 2026-10-10
შპს „ტესენ ჯგუფი“ ინფრასტრუქტურის სფეროში მოქმედი წამყვანი ქართული კომპანიაა, რომელიც 2008 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ და გრძელვადიან პროექტებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.კომპანიის ეკოსისტემა ოთხ შვილობილ კომპანიას აერთიანებს და მოიცავს სამშენებლო პროდუქტების მიწოდებას, მშენებლობასა და პროექტების მართვას, სამშენებლო ტექნიკის გაქირავებას, ასევე ასფალტისა და ბიტუმის ემულსიის წარმოებას. 2025 წლიდან ტესენ ჯგუფი საერთაშორისო ბაზრებზეც ვითარდება. ერთად ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის!იხილეთ ვებგვერდი: https://tesengroup.com/ge/ შპს „ტესენ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას BPM და სისტემების ანალიტიკოსის პოზიციაზე. პოზიციის მოკლე აღწერა:პოზიციის მიზანია კომპანიის ოპერაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნეს პროცესების აღწერის, ანალიზის, გაუმჯობესებისა და გაციფრულების გზით. შერჩეული კანდიდატი ითანამშრომლებს სხვადასხვა დეპარტამენტსა და IT გუნდთან და ჩაერთვება სისტემური ცვლილებებისა და ავტომატიზაციის ინიციატივებში. პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:• ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირება და ერთიანი პროცესუალური რუკის შექმნაში მონაწილეობა;• არსებული (AS-IS) პროცესების აღწერა, მოდელირება და ანალიზი;• გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა და სამომავლო (TO-BE) პროცესების მოდელირება;• პროცესების KPI-ებისა და საკონტროლო წერტილების განსაზღვრაში მონაწილეობა;• დანერგილი პროცესების მონიტორინგი, გადახრების გამოვლენა და გაუმჯობესების ინიციირება;• SOP-ების, ინსტრუქციების, რეგლამენტებისა და შესაბამისი შაბლონების შემუშავება;• გაციფრულებისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;• IT გუნდთან თანამშრომლობა სისტემური ცვლილებებისა და ახალი ფუნქციონალის დანერგვისას;• სამუშაო სივრცეებისა და სისტემებზე წვდომის უფლებების განსაზღვრაში მონაწილეობა;• მიმდინარე სამუშაოების, რისკებისა და შეფერხებების შესახებ ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:• უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მონათესავე მიმართულებით;• პროცესების მართვის, ბიზნეს ან სისტემური ანალიზის სფეროში მუშაობის გამოცდილება;• პროცესების მოდელირების ინსტრუმენტების ცოდნა — Bizagi, Microsoft Visio ან სხვა ანალოგიური პროგრამა;• ანალიტიკური და სტრუქტურირებული აზროვნება;• ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;• ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;• Microsoft Excel-ის ცოდნა;• Microsoft Power BI-ის ან მსგავსი ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ:• სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;• პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდს;• პროფესიული განვითარების მხარდაჭერას;• სამედიცინო დაზღვევას;• ულიმიტო მობილურ პაკეტს;• Fitpass-ის კორპორაციული ფასდაკლების ბარათს. სამუშაო პირობები:• დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი;• სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი — თბილისი, 26 მაისის მოედანი №2, შენობა №1;• ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
უმცროსი ბუღალტერი
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-17 - 2026-10-20
შპს „ტესენ ჯგუფი“ საქართველოში ინფრასტრუქტურული მიმართულებით მოქმედი წამყვანი ქართული ჯგუფია. 2008 წელს დაარსებული ჯგუფი ახორციელებს მაღალი ხარისხის, გრძელვადიან და მასშტაბურ პროექტებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.ტესენ ჯგუფის ეკოსისტემაში გაერთიანებულია ოთხი შვილობილი კომპანია, რომლებიც სამშენებლო პროდუქტების მიწოდების, მშენებლობისა და პროექტების მართვის, სამშენებლო ტექნიკის გაქირავების, ასფალტისა და ბიტუმის ემულსიის წარმოების მიმართულებით ქმნიან ინფრასტრუქტურულ ღირებულებას. 2025 წლიდან ჯგუფმა დაიწყო საერთაშორისო ექსპანსია. ერთად ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის!იხილეთ ვებგვერდი: https://tesengroup.com/ge/ შპს „ტესენ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე. პოზიციის მოკლე აღწერა:უმცროსი ბუღალტრის პოზიცია გულისხმობს პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღებასა და დამუშავებას, ფინანსური ოპერაციების საბუღალტრო პროგრამაში ზუსტად და დროულად ასახვას, მონაცემების სისტემატიზაციასა და ბუღალტერიის გუნდის მხარდაჭერას მიმდინარე პროცესებში.უმცროსი ბუღალტერი ანგარიშვალდებულია უფროს ბუღალტერთან და მთავარ ბუღალტერთან. პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:• პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის — ინვოისების, ზედნადებებისა და საბანკო დოკუმენტების — მიღება, შემოწმება და დამუშავება;• შემოსავალ-გასავლის ოპერაციების საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;• საბანკო ამონაწერების აღრიცხვა და შესაბამის მონაცემებთან შედარება;• დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი;• პირველადი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და დაარქივება;• უფროსი ბუღალტრის ხელმძღვანელობით საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა;• ყოველთვიური და პერიოდული ანგარიშგებისთვის საჭირო მონაცემების მომზადება;• პერიოდულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა;• უფროსი და მთავარი ბუღალტრების სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:განათლება და სამუშაო გამოცდილება• უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;• ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება;• საბუღალტრო პროგრამებთან და RS.ge-ის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ძირითადი კომპეტენციები და უნარები:• დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;• ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;• ვადების დაცვის უნარი;• გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;• სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი. ტექნიკური უნარები:• MS Excel-ის კარგი ცოდნა;• საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;• საბუღალტრო პროგრამებისა და RS.ge-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ:• სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;• პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდს;• მხარდაჭერას პროფესიულ განვითარებაში;• სამედიცინო დაზღვევას;• ულიმიტო მობილურ პაკეტს;• Fitpass-ის კორპორაციული ფასდაკლების ბარათს. სამუშაო პირობები:• დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი;• სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი — თბილისი, 26 მაისის მოედანი №2, შენობა №1;• ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დასახელება
თარიღი
- აირჩიეთ ლოკაცია -
თბილისი
აბასთუმანი
გაფილტვრა
განულება