შპს „ტესენ ჯგუფი“ ინფრასტრუქტურის სფეროში მოქმედი წამყვანი ქართული კომპანიაა, რომელიც 2008 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ და გრძელვადიან პროექტებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
კომპანიის ეკოსისტემა ოთხ შვილობილ კომპანიას აერთიანებს და მოიცავს სამშენებლო პროდუქტების მიწოდებას, მშენებლობასა და პროექტების მართვას, სამშენებლო ტექნიკის გაქირავებას, ასევე ასფალტისა და ბიტუმის ემულსიის წარმოებას. 2025 წლიდან ტესენ ჯგუფი საერთაშორისო ბაზრებზეც ვითარდება.
ერთად ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის!
იხილეთ ვებგვერდი: https://tesengroup.com/ge/
შპს „ტესენ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას BPM და სისტემების ანალიტიკოსის პოზიციაზე.
პოზიციის მოკლე აღწერა:
პოზიციის მიზანია კომპანიის ოპერაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნეს პროცესების აღწერის, ანალიზის, გაუმჯობესებისა და გაციფრულების გზით. შერჩეული კანდიდატი ითანამშრომლებს სხვადასხვა დეპარტამენტსა და IT გუნდთან და ჩაერთვება სისტემური ცვლილებებისა და ავტომატიზაციის ინიციატივებში.
პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირება და ერთიანი პროცესუალური რუკის შექმნაში მონაწილეობა;
• არსებული (AS-IS) პროცესების აღწერა, მოდელირება და ანალიზი;
• გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა და სამომავლო (TO-BE) პროცესების მოდელირება;
• პროცესების KPI-ებისა და საკონტროლო წერტილების განსაზღვრაში მონაწილეობა;
• დანერგილი პროცესების მონიტორინგი, გადახრების გამოვლენა და გაუმჯობესების ინიციირება;
• SOP-ების, ინსტრუქციების, რეგლამენტებისა და შესაბამისი შაბლონების შემუშავება;
• გაციფრულებისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
• IT გუნდთან თანამშრომლობა სისტემური ცვლილებებისა და ახალი ფუნქციონალის დანერგვისას;
• სამუშაო სივრცეებისა და სისტემებზე წვდომის უფლებების განსაზღვრაში მონაწილეობა;
• მიმდინარე სამუშაოების, რისკებისა და შეფერხებების შესახებ ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მონათესავე მიმართულებით;
• პროცესების მართვის, ბიზნეს ან სისტემური ანალიზის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• პროცესების მოდელირების ინსტრუმენტების ცოდნა — Bizagi, Microsoft Visio ან სხვა ანალოგიური პროგრამა;
• ანალიტიკური და სტრუქტურირებული აზროვნება;
• ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
• ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• Microsoft Excel-ის ცოდნა;
• Microsoft Power BI-ის ან მსგავსი ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
• სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
• პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდს;
• პროფესიული განვითარების მხარდაჭერას;
• სამედიცინო დაზღვევას;
• ულიმიტო მობილურ პაკეტს;
• Fitpass-ის კორპორაციული ფასდაკლების ბარათს.
სამუშაო პირობები:
• დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი;
• სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი — თბილისი, 26 მაისის მოედანი №2, შენობა №1;
• ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.