უმცროსი ბუღალტერი
06-08-2026 - 06-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

შპს „ტესენ ჯგუფი“ საქართველოში ინფრასტრუქტურული მიმართულებით მოქმედი წამყვანი ქართული ჯგუფია. 2008 წელს დაარსებული ჯგუფი ახორციელებს მაღალი ხარისხის, გრძელვადიან და მასშტაბურ პროექტებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ტესენ ჯგუფის ეკოსისტემაში გაერთიანებულია ოთხი შვილობილი კომპანია, რომლებიც სამშენებლო პროდუქტების მიწოდების, მშენებლობისა და პროექტების მართვის, სამშენებლო ტექნიკის გაქირავების, ასფალტისა და ბიტუმის ემულსიის წარმოების მიმართულებით ქმნიან ინფრასტრუქტურულ ღირებულებას. 2025 წლიდან ჯგუფმა დაიწყო საერთაშორისო ექსპანსია.

 

ერთად ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის!

იხილეთ ვებგვერდი:  https://tesengroup.com/ge/

 

შპს „ტესენ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

 

პოზიციის მოკლე აღწერა:

უმცროსი ბუღალტრის პოზიცია გულისხმობს პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღებასა და დამუშავებას, ფინანსური ოპერაციების საბუღალტრო პროგრამაში ზუსტად და დროულად ასახვას, მონაცემების სისტემატიზაციასა და ბუღალტერიის გუნდის მხარდაჭერას მიმდინარე პროცესებში.

უმცროსი ბუღალტერი ანგარიშვალდებულია უფროს ბუღალტერთან და მთავარ ბუღალტერთან.

 

პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

• პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის — ინვოისების, ზედნადებებისა და საბანკო დოკუმენტების — მიღება, შემოწმება და დამუშავება;
• შემოსავალ-გასავლის ოპერაციების საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
• საბანკო ამონაწერების აღრიცხვა და შესაბამის მონაცემებთან შედარება;
• დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი;
• პირველადი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და დაარქივება;
• უფროსი ბუღალტრის ხელმძღვანელობით საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა;
• ყოველთვიური და პერიოდული ანგარიშგებისთვის საჭირო მონაცემების მომზადება;
• პერიოდულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა;
• უფროსი და მთავარი ბუღალტრების სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება და სამუშაო გამოცდილება

• უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
• ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება;
• საბუღალტრო პროგრამებთან და RS.ge-ის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

ძირითადი კომპეტენციები და უნარები:

• დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• ვადების დაცვის უნარი;
• გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

 

ტექნიკური უნარები:

• MS Excel-ის კარგი ცოდნა;
• საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
• საბუღალტრო პროგრამებისა და RS.ge-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

ჩვენ გთავაზობთ:

• სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
• პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდს;
• მხარდაჭერას პროფესიულ განვითარებაში;
• სამედიცინო დაზღვევას;
• ულიმიტო მობილურ პაკეტს;
• Fitpass-ის კორპორაციული ფასდაკლების ბარათს.

 

სამუშაო პირობები:

• დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი;
• სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი — თბილისი, 26 მაისის მოედანი №2, შენობა №1;
• ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!