შპს ტესენ ჯგუფი არის საქართველოში ინფრასტრუქტურული მიმართულებით წამყვანი ქართული ჯგუფი. 2008 წელს დაარსებული ჯგუფი დღეს წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ქმნის მაღალი ხარისხის, გრძელვადიან და მასშტაბურ პროექტებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
ჩვენ ვმუშაობთ იქ სადაც იქმნება ქვეყნის მომავალი. ვაწვდით სამშენებლო სექტორს საერთაშორისო ბაზარზე აპრობირებულ პროდუქტებს. ვახორციელებთ თანამედროვე პრაქტიკებზე დაფუძნებულ მშენებლობასა და პროექტების მართვას. უზრუნველვყოფთ სამშენებლო ტექნიკის მოქნილ და საიმედო გაქირავებას. ვაწარმოებთ ასფალტსა და ბიტუმის ემულსიას. ტესენ ჯგუფის ეკოსისტემაში გაერთიანებულია ოთხი შვილობილი კომპანია, რომლებიც ერთიანი სტრატეგიით ქმნიან ინფრასტრუქტურულ ღირებულებას.
2025 წლიდან ჯგუფმა დაიწყო საერთაშორისო ექსპანსია - ჩვენი მიზანია ქართული გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის ექსპორტი გლობალურ ბაზარზე.
თანამედროვე მართვის სისტემები, განვითარებაზე ორიენტაცია, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, პროფესიონალი გუნდი - ეს არის რაც განაპირობებს ჯგუფის წარმატებას. ერთად ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის!
იხილეთ ვებგვერდი: https://tesengroup.com/ge/
შპს „ტესენ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მოკლე აღწერა: მარკეტინგის მენეჯერი უზრუნველყოფს ტესენ ჯგუფის მარკეტინგული და საკომუნიკაციო აქტივობების სტრატეგიულ დაგეგმვასა და განხორციელებას, ბრენდის პოზიციონირებასა და კორპორატიული იდენტობის დაცვას. იგი მართავს ციფრულ არხებსა და კონტენტს, მონაწილეობს კომპანიის საერთაშორისო წარმოჩენაში და ახორციელებს ბაზრის ანალიზს მენეჯმენტის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად. მარკეტინგის მენეჯერი პირდაპირ ანგარიშვალდებულია ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან.
პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• ჯგუფისა და მასში შემავალი კომპანიების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
• ბრენდის პოზიციონირების უზრუნველყოფა და კორპორატიული იდენტობის დაცვა ყველა საკომუნიკაციო არხზე;
• ციფრული მარკეტინგის მართვა - კორპორატიული ვებგვერდი, სოციალური მედია (LinkedIn, Facebook), ონლაინ კამპანიები;
• სოციალური მედიისა და კონტენტის სტრატეგიის შემუშავება, კონტენტის დაგეგმვა და ხარისხის კონტროლი;
• მარკეტინგული და საკომუნიკაციო მასალების (პრეზენტაციები, Company Profile, ბრენდირებული მასალები) მომზადებისა და განახლების კოორდინაცია;
• ფოტო/ვიდეო გადაღებების ორგანიზება სამშენებლო ობიექტებზე და ვიზუალური არქივის მართვა;
• საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებში კომპანიის მონაწილეობის დაგეგმვა და კოორდინაცია;
• ბაზრის, კონკურენტების და ინდუსტრიული ტენდენციების ანალიზი;
• მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების კონტროლი და შედეგების ანალიზი;
• მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება და რეკომენდაციების მომზადება მენეჯმენტისთვის.
პოზიციის პასუხიმგებლობა: მარკეტინგის მენეჯერი პასუხისმგებელია ჯგუფის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე, ბრენდის პოზიციონირებასა და კორპორატიული იდენტობის დაცვაზე, ციფრული არხებისა და კონტენტის ეფექტიან მართვაზე, მარკეტინგული ბიუჯეტის კონტროლზე, ასევე მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზსა და მენეჯმენტისთვის სანდო რეკომენდაციების მიწოდებაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება და სამუშაო გამოცდილება
• ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
• მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება B2B მარკეტინგში (სამშენებლო, ინჟინერულ ან ტექნიკურ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
ძირითადი კომპეტენციები და უნარები:
• სტრატეგიული აზროვნება;
• პროაქტიულობა;
• პროექტების ეფექტური მართვის უნარი;
• კრეატიულობა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ვადებზე ორიენტირებულობა;
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
ტექნიკური უნარები:
• ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონე
• CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Monday, Bitrix, ა.შ)
ჩვენ გთავაზობთ:
• სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
• პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდს
• მხარდაჭერას პროფესიულ განვითარებაში
• სამედიცინო დაზღვევას
• ულიმიტო მობილურ პაკეტს
• Fitpass კორპორატიული ფასდაკლების ბარათს
სამუშაო პირობები:
• სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
• სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი - თბილისი, 26 მაისის მოედანი N2, შენობა N1
• ანაზღაურება: შეთანხმებით