შპს „ტესენ ჯგუფი“ არის საქართველოში ინფრასტრუქტურული მიმართულებით წამყვანი ქართული ჯგუფი. 2008 წელს დაარსებული ჯგუფი დღეს წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ქმნის მაღალი ხარისხის, გრძელვადიან და მასშტაბურ პროექტებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
ჩვენ ვმუშაობთ იქ სადაც იქმნება ქვეყნის მომავალი. ვაწვდით სამშენებლო სექტორს საერთაშორისო ბაზარზე აპრობირებულ პროდუქტებს. ვახორციელებთ თანამედროვე პრაქტიკებზე დაფუძნებულ მშენებლობასა და პროექტების მართვას. უზრუნველვყოფთ სამშენებლო ტექნიკის მოქნილ და საიმედო გაქირავებას. ვაწარმოებთ ასფალტსა და ბიტუმის ემულსიას. ტესენ ჯგუფის ეკოსისტემაში გაერთიანებულია ოთხი შვილობილი კომპანია, რომლებიც ერთიანი სტრატეგიით ქმნიან ინფრასტრუქტურულ ღირებულებას.
2025 წლიდან ჯგუფმა დაიწყო საერთაშორისო ექსპანსია - ჩვენი მიზანია ქართული გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის ექსპორტი გლობალურ ბაზარზე.
თანამედროვე მართვის სისტემები, განვითარებაზე ორიენტაცია, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, პროფესიონალი გუნდი - ეს არის რაც განაპირობებს ჯგუფის წარმატებას. ერთად ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის!
იხილეთ ვებგვერდი: https://tesengroup.com/ge/
შპს ტესენ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.
პოზიციის მოკლე აღწერა: ფინანსური მონაცემთა ანალიტიკოსის ფუნქციაა კომპანიის ფინანსური და საოპერაციო მონაცემების ანალიზი, ფინანსური რეპორტინგისა და დაგეგმვის მხარდაჭერა, KPI-ების მონიტორინგი და მენეჯმენტისთვის მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკური დასკვნების მომზადება. ფინანსური მონაცემთა ანალიტიკოსი პირდაპირ ანგარიშვალდებულია ჯგუფის ფინანსურ დირექტორთან.
პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• ფინანსური და საოპერაციო მონაცემების შეგროვება, გასუფთავება და სტრუქტურირება;
• ტენდენციების, გადახრებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი;
• მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკური დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
• ფინანსური ანგარიშგებების მონაცემების ანალიტიკური დამუშავება და ინტერპრეტაცია (P&L, Cash Flow, Balance);
• KPI-ების გამოთვლა, მონიტორინგი და მათი გავლენის შეფასება ფინანსურ და საოპერაციო შედეგებზე;
• ფინანსური პროგნოზირება, სცენარებისა და Actual vs Budget გადახრების ანალიზი;
• Power BI Dashboard-ების შექმნა და განახლება;
• Power Query / Excel-ის გამოყენებით მონაცემთა ტრანსფორმაცია და ავტომატიზაცია;
• ფინანსური და საოპერაციო bottleneck-ების იდენტიფიცირება;
• რეპორტინგისა და ანალიტიკური პროცესების ოპტიმიზაცია.
პოზიციის პასუხიმგებლობა: ფინანსური მონაცემთა ანალიტიკოსი პასუხისმგებელია ფინანსური და საოპერაციო მონაცემების სიზუსტეზე, ანალიტიკური რეპორტებისა და Dashboard-ების დროულ მომზადებაზე, KPI-ების გამოთვლის სისწორეზე და მენეჯმენტისთვის მიწოდებული ანალიტიკური დასკვნების სანდოობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება და სამუშაო გამოცდილება
• უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის, სტატისტიკის ან მონათესავე სფეროში;
• მინიმუმ 2–3 წლიანი გამოცდილება ფინანსურ ან მონაცემთა ანალიტიკაში;
• მენეჯერული ანგარიშგების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი კომპეტენციები და უნარები:
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
• გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
• დროის მართვა.
ტექნიკური უნარები:
სავალდებულო:
• Excel / Google Sheets – ფორმულებთან მუშაობა, Pivot Tables, მონაცემთა ანალიზი;
• Power Query – მონაცემების ჩატვირთვა, გასუფთავება და ტრანსფორმაცია.
• Power BI – რეპორტების და Dashboard-ების შექმნა და განახლება;
• ფინანსური ანგარიშგების ცოდნა (P&L, Cash Flow).
სასურველი:
• Excel მაკროების გამოყენება (Record macro, არსებული მაკროების ადაპტაცია; VBA – უპირატესობა);
• IFRS / GAAP – საბაზისო ცოდნა;
• Power BI DAX – საბაზისო დონე;
• SQL – საბაზისო დონე (მონაცემთა წყაროებთან მუშაობისთვის);
• ფინანსური რისკების ანალიზის საბაზისო გაგება.
ჩვენ გთავაზობთ:
• სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
• პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდს
• მხარდაჭერას პროფესიულ განვითარებაში
• სამედიცინო დაზღვევას
• ულიმიტო მობილურ პაკეტს
• Fitpass კორპორატიული ფასდაკლების ბარათს
სამუშაო პირობები:
• სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
• სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი - თბილისი, 26 მაისის მოედანი N2, შენობა N1
• ანაზღაურება: შეთანხმებით