უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
06-08-2026 - 06-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

შპს „ტესენ ჯგუფი“ საქართველოში ინფრასტრუქტურული მიმართულებით მოქმედი წამყვანი ქართული ჯგუფია. 2008 წელს დაარსებული ჯგუფი ახორციელებს მაღალი ხარისხის, გრძელვადიან და მასშტაბურ პროექტებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ტესენ ჯგუფის ეკოსისტემაში გაერთიანებულია ოთხი შვილობილი კომპანია, რომლებიც სამშენებლო პროდუქტების მიწოდების, მშენებლობისა და პროექტების მართვის, სამშენებლო ტექნიკის გაქირავების, ასფალტისა და ბიტუმის ემულსიის წარმოების მიმართულებით ქმნიან ინფრასტრუქტურულ ღირებულებას. 2025 წლიდან ჯგუფმა დაიწყო საერთაშორისო ექსპანსია.

ერთად ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის!

იხილეთ ვებგვერდი: https://tesengroup.com/ge/

 

შპს „ტესენ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

პოზიციის მოკლე აღწერა:

უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი ფინანსების გუნდის წევრია და მონაწილეობს ფინანსური მონაცემების შეგროვებაში, დამუშავებასა და ანალიზში. პოზიცია გულისხმობს ფინანსური ანგარიშგებების, ბიუჯეტებისა და პროგნოზების მომზადებაში მონაწილეობას, ასევე კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგს.

უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი ანგარიშვალდებულია ფინანსური მენეჯერისა და დირექტორის წინაშე.

 

პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

• ფინანსური მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია და ანალიზი;
• პროექტების მიმდინარე ხარჯების ყოველდღიური კონტროლი და ანალიზი;
• ფულადი ნაკადების დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და პროცესში მონაწილეობა;
• ყოველთვიური და კვარტალური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;
• ბიუჯეტირებისა და პროგნოზირების პროცესების მხარდაჭერა;
• ფინანსური მოდელების, სამუშაო ცხრილებისა და ანალიტიკური ანგარიშების Excel-ში მომზადება;
• ფაქტობრივი მაჩვენებლების ბიუჯეტთან შედარება და გადახრების ანალიზი (Budget vs. Actual);
• საჭირო მონაცემების მისაღებად სხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია;
• ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება და სამუშაო გამოცდილება

• უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტრული აღრიცხვის ან მონათესავე მიმართულებით, ან შესაბამისი სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
• ფინანსების ან ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

 

ძირითადი კომპეტენციები და უნარები:

• ანალიტიკური აზროვნება და რიცხვებთან მუშაობის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
• ფინანსური და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;

 

ტექნიკური უნარები:

• MS Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა, მათ შორის მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.
• მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი.
• ფინანსური მოდელებისა და ანალიტიკური ცხრილების მომზადების უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

• სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
• პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდს;
• მხარდაჭერას პროფესიულ განვითარებაში;
• სამედიცინო დაზღვევას;
• ულიმიტო მობილურ პაკეტს;
• Fitpass-ის კორპორაციული ფასდაკლების ბარათს.

 

სამუშაო პირობები:

• დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი;
• სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი — თბილისი, 26 მაისის მოედანი №2, შენობა №1;
• ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!